თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სისტემური გამოწვევებისა და მართლმსაჯულების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ტენდენციის ფონზე, ნიკა გვარამიას დაპატიმრება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიაზე ზეწოლის, პოლიტიკური პოლარიზებისა და კრიზისის გაღრმავებისკენ მიმართული კიდევ ერთი სახიფათო პრეცედენტია. მით უფრო მაშინ, როდესაც მოსამართლის მიერ სასჯელის ყველაზე მკაცრი ფორმის გამოყენება, განსახილველი დანაშაულის შინაარსის და ბუნების გათვალისწინებით, აშკარად არაპროპორციული ჩანს სადავო ქმედებით დამდგარ ზიანთან.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)