თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმაურება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება.
„ერთი მხრივ სასიხარულოა, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ლგბტ+ თემის მიმართ დამოკიდებულება შეიცვლა და მხარდაჭერა გაიზარდა. ამ დადებით ცვლილებას ადასტურებს საზოგადოებრივი დამოკიდებულების შესახებ კვლევა, რომლის თანახმად, საქართველოში შესუსტებულია ჰომოფობიური განწყობის ინდიკატორები. ამის მიუხედავად, ლგბტ+ თემისა და მისი მხარდამჭერების უფლებრივ მდგომარეობაზე კვლავ უარყოფითად აისახება არაერთი გამოწვევა, მათ შორის, დისკრიმინაციის, ფიზიკური უსაფრთხოების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების კუთხით.
GDI მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ლგბტ+ თემის უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რათა ლგბტ+ თემის წევრებმა შეძლონ ფუნდამენტური უფლებებით თანასწორად სარგებლობა“.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)