თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეიმუშავა რეკომენდაციები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
„რეკომენდაციები შემუშავებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ მე-11 ვალდებულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსებას და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)