კახეთი. ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა", ,,დედამიწის მეგობრები – საქართველო" და ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტო" ახორციელებენ ახალ პროექტს, რომელიც ეხება განახლებად ენერგიის ხელმისაწვდომობის გაზრდას სოფლის მოსახლეობაში.
პროექტის მიზანია განახლებადი ენერგო რესურსების გამოყენებისა და შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს 4 სოფელში შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობასთან.
შერჩეულია საინიციატოვო ჯგუფების და ბენეფიციარების სია. ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა საპილოტე პროგრამის ბენეფიციარები მოინახულეს და მოისმინეს მათი აზრები და შენიშვნები აღნიშნულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით.