თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი მჟავანაძის დაკავებასა და მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს.
ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, საქმეზე აწარმოონ დროული და ეფექტიანი გამოძიება და უზრუნველყონ ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა.
სამოქალაქო აქტივისტის ფიზიკური ხელშეუხებლობის შესაძლო დარღვევა, მით უმეტეს, პოლიციის თანამშრომელთა მიერ, წარმოადგენს სახიფათო და მეტად საყურადღებო პრეცედენტს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს გონივრულ ვადებში და უზრუნველყოფილ იქნეს მისი გამჭვირვალობა.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)