კახეთი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტომ დემარკოს წიგნის ,,დედლაინის" ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.წიგნი აუდიტორიას, პროექტის ,, BUMAP"–is მენეჯმენტის კოორდინატორმა, დანიელ ბირკენ მაიერმა წარუდგინა. წიგნი აშშ–ს საელჩოს „წიგნების თარგმნის პროგრამის" ფარგლებში გამოიცა და იგი ინგლისურიდან სოფო არსენიშვილმა თარგმნა. იგი გათვალისწინებულია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მენეჯმენტის კუთხით იღებენ განათლებას.