იმერეთი. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ორგანიზაციამ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG)-თან ერთად ადგილობრივ დონეზე ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები შეიმუშავა.
„ინიციატივის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის მერიაში გაიმართა მერიის წარმომადგნელების და სოციალური სამსახურის თანამშრომლების ტრენინგი აღნიშნული მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების დანერვის თაობაზე. ტრენინგს დაესწრო გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი.
ტრენინგის შემდეგ, საპილოტე მუნიციპალიტეტებში დაიწყება საჭიროებათა კვლევა შემუშავებული მეთოლოგიის საშუალებით“.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)