en
ge

სასწავლო ვიზიტი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში

სასწავლო ვიზიტი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში

გურია. 16 მაისს, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოეწყო სასაწავლო ვიზიტი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების - „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლის“ და „ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის“ ოფისში.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ინფორმაციით, სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ამ აქტივობით მათ მიიღეს ინფორმაცია, რჩევები მოსაზღვრე რეგიონებში მოქმედი, წარმატებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან ორგანიზაციის სტრუქტურული გაძლიერების, განვითარების და შენარჩუნების მიმართულებით. შეხვედრებზე, აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონულ ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა თუ განვითარების პროცესს თან ახლავს.

სასწავლო ვიზიტების მიზანია ერთის მხრივ, გაიზარდოს, იმერეთის მხარის CSO’s/CBO’s წარმომადგენლების გამოცდილება  ორგანიზაციის მართვისა და განვითარების მიმართულებით და მეორეს მხრივ, გაფართოვდეს საკონტაქტო პირთა წრე მოსაზღვრე რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციების სახით.

სასწავლო ვიზიტები იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

სრულად...

წყარო: LDA Georgia-ს გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)