en
ge

განცხადება სამოქალაქო აქტივისტის უკანონო დაკავებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე

განცხადება სამოქალაქო აქტივისტის უკანონო დაკავებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ეხმაურება სამართალდამცავების მხრიდან მოძრაობა „სირცხვილიას“ აღმასრულებელი დირექტორის, აქტივისტ გიორგი მჟავანაძის, უკანონო დაკავების, მის წინააღმდეგ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის  ფაქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„გიორგი მჟავანაძის განცხადებით, 2022 წლის 15 მაისს პოლიციის თანამშრომელი დაუკავშირდა და პოლიციის განყოფილებაში დოკუმენტის გადასაცემად დაიბარა. 17 მაისს გიორგი მჟავანაძე თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში გამოცხადდა, რა დროსაც, მისი თქმით, იგი დააკავეს და მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. გიორგი მჟავანაძე საუბრობს პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ არაერთგზის ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობასა დ მუქარაზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ. პოლიციაში არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოვლენა, დამნაშავეთა იდენტიფიცირება და მის ჩამდენთა ადეკვატური დასჯა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.  სხვა შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს ეჭვი, რომ სამართალდამცავ სისტემაში არასათანადო მოპყრობა არის ხელისუფლების სისტემური პოლიტიკის  ნაწილი“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)