თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISFED) ინფორმაციით, ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდგომ, სააგენტომ „Ongo.ge“ „ექსკლუზიური“ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეიწყალებს, რაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან წინასწარაა შეთანხმებული. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმეწუთიანი შუალედით გავრცელდა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების გვერდებსა და ანონიმურ ფეისბუქგვერდებზე, რაც აქამდეც არაერთხელ მომხდარა.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)