ქვემო ქართლი. 11 და 18 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მარნეულში, მარნეულის ამერიკულ კუთხესთან პარტნიორობით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართა თემაზე - „საბჭოთა პროპაგანდა და ინფორმაციული ომი, როგორც მისი მემკვიდრეობა“.
შეხვედრებს მარნეულის ქართული და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების ჯამში 30-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.
მოსწავლეებთან ძირითადი სასაუბრო თემა იყო საბჭოთა და თანამედროვე რუსული პროპაგანდა, რომელიც საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე და გამოწვევად რჩება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)