en
ge

სოციალური მედიის ტრენინგი წაღვერში

სამცხე–ჯავახეთი. სოციალური მედიის ტრენინგი, რომელიც სამოქალაქო განათლებისა და პერდაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ამჯერად  დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში ჩატარდა. ტრენინგს აღნიშნული  სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და სამოქალაქო კლუბის წევრები ესწრებოდნენ
ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები გაეცნენ ვიდეო პორტალ Civics.ge, შემქმნეს ელექტრონული ფოსტა, შემდეგ განიხილეს სხვადასხვა საკითხები და სასურველ თემებზე შექმნეს ბლოგები. ასევე შეიქმნა დაბა წაღვერის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი, სადაც მოხდება იმ ღონისძიებებისა და აქტივობების განთავსება, რომელსაც განახორციელებენ სკოლაში.
მოსწავლეებში სოციალური მედიის ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.  აღნიშნული ტრენინგები  პროგრამაში მონაწილე ყველა საჯარო სკოლაში გაიმართება.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023