იმერეთი. 21 მაისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, ასევე, სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენლის მონაწილეობით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში სოფლის შეკრება გაიმართა.
„ითხვისის მაცხოვრებლებისთვის კვლავ უცნობია, შეიქმნა თუ არა უწყებათაშორისი კომისია სოფელში მომხდარი მიწის ჩაქცევის სიღრმისეული შესწავლის მიზნით, როგორია მისი შემადგენლობა და რა ვადებში გეგმავენ სახელმწიფო უწყებები მომხდარ ფაქტზე რეაგირებას. აღნიშნულის შესახებ საიას მიერ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის გაგზავნილი წერილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ასევე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. სოფლის მოსახლეობა ითხოვს, რომ სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ სოფელში ნიადაგის ჩაქცევის შემსწავლელ კომისიაში სოფლის მოსახლეთა მიერ ნდობით აღჭურვილი პირის ჩართვა და გასაჯაროვდეს კომისიის მიერ სიღრმისეული კვლევის დასრულების ზუსტი თარიღი“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)