თბილისი. ორგანიზაცია „საფარი“ აქვეყნებს ნინო ყვირილიანის ბლოგპოსტს ფემიციდზე: კულტურის საზღვრებში მოქცეული გაწირული ქალები.
„ვხედავთ სოციალურ ქსელში როგორ თელავენ ისევ მსხვერპლს და ამ რიცხვში უმრავლესობა, სამწუხაროდ, ქალია. როგორ იტანჯებიან თვითონაც სინამდვილეში, მაგრამ ამას არასოდეს აღიარებენ განპირობებული გონების ტყვეობაში, რადგან კომფორტის ზონადაც კი ექცათ უკვე. რადგან თვითონ ვერ გაარღვიეს ჩაკეტილი ცნობიერება, გაუცნობიერებლად ცდილობენ იგივე გალიაში შეიპატიჟონ სხვებიც, რომ მარტო არ იხუთებოდნენ. შვილებს ზრდიან ამბიციებით, მახინჯი ტრადიციებით, სტერეოტიპებით და ტენიან იდეოლოგიებით, სწორედ ეს აყალიბებს მათ მომავალში უკანასკნელ ბოროტებად!
ამ ჭაობიდან ამოსასვლელად, უმთავრესია იმ კულტურის საზღვრების გარღვევა, რომელმაც ბავშვობიდან დღემდე გადაავსო ადამიანის გონება. ამ ყველაფრისგან უნდა დაიცალო, რომ შენში სიყვარულისთვის ადგილი გამოთავისუფლდეს“.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)