შიდა ქართლი. 21 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის - საზოგადოება „ბილიკის“ ორგანიზებით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „რეგიონული ფორუმი ახალგაზრდული და მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებისთვის“ გაიმართა.
ფორუმის მიზანი იყო შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლისა და საქმიანობის მხარდაჭერა. ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა...
ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებმა, მცირე ჯგუფებში, ფასილიტატორებთან ერთად, შეიმუშავეს საპროექტო იდეები.
გამოფენაზე გორის ახალგაზრდულმა საბჭომ, ახალგაზრდული საბჭოების როლის და საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, საზოგადოებას საბჭოს საქმიანობა გააცნო. შტეფან მალერიუსმა, რეგიონული პროგრამის „პოლიტიკური დიალოგი სამხრეთ კავკასია“ ხელმძღვანელმა, სიტყვით მიმართა აუდიტორიას.
ასევე, ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - „სამოქალაქო აქტივიზმი და მოხალისეობა“.
ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
წყარო: პროექტის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)