თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, მოამზადა კვლევა: „ფილანთროპია და მოხალისეობრივი საქმიანობა: საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველო“.
კვლევა მიზნად ისახავს განსაზღვროს ფილანთროპიული საქმიანობის, მათ შორის, მოხალისეობრივი საქმიანობის ეკოსისტემის ელემენტები, საქართველოში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ამასთან, შეისწავლოს სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება. დოკუმენტში აღწერილია ფილანთროპიული საქმიანობის სფეროში ამ დროისათვის გამოკვეთილი მიგნებები და გამოწვევები საკანონმდებლო, ინსტიტუციურ თუ პრაქტიკულ დონეებზე.
იხ. კვლევა: „ფილანთროპია და მოხალისეობრივი საქმიანობა: საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველო“...
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)