თბილისი. ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მიმდინარე თანამშრომელთა მასშტაბურ გათავისუფლების ფაქტებს, რაც, სავარაუდოდ, დასაქმებულთა კრიტიკული შეხედულებების ან/და პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით, საკადრო წმენდას გულისხმობს.
ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები დეტალურად სწავლობენ მუზეუმის სისტემიდან თანამშრომელთა გათავისუფლებისა და რეორგანიზაციის კანონიერების საკითხს და საჭიროების შემთხვევაში, კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სხვა პირთა შრომითი უფლებების სასამართლო წესით დაცვის პარალელურად, უზრუნველყოფენ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირს წევრთა სამართლებრივ მხარდაჭერასაც.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)