თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის ვასილ ჟიჟიაშვილის ბლოგპოსტს: უნდა ავკრძალოთ თუ არა პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“.?
„ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, თუკი მის მიზანს წარმოადგენს დემოკრატიული წესწყობილების დამხობა. სრულიად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ საქმიანობა მიზნად ისახავს დემოკრატიული წესწყობილების დამხობას, ამისთვის კი იყენებს სიძულვილის ენას, ომის პროპაგანდასა და ძალადობას. ეს კი, რა თქმა უნდა წარმოშობს პარტიის გაუქმების ფორმალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, თუმცა მიმაჩნია, რომ ამის მიუხედავად, დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულმა ინდივიდებმა დღეს არ უნდა მოვითხოვოთ ასეთი პარტიის აკრძალვა“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)