თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ტრენინგი ჩაატარა კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისთვის.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროგრამის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია სპორტულ ფედერაციებში არსებული კორუფციის შესახებ. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და კორუფციის აღმოსაჩენად ღია წყაროების გამოყენების საკითხები და იმსჯელეს ჭიდაობისა და რაგბის ფედერაციებში კორუფციის რისკების შემთხვევებზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)