სსო მეტრი მონიტორინგის ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებითაც აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში ფასდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების საარსებო გარემო – კანონმდებლობა და პრაქტიკა.
ანგარიში 11 უფლებრივი სტანდარტით და 7 ქულიანი სისტემით ფასდება (ყველაზე დაბალი ქულაა 1 – უკიდურესად არახელსაყრელი, ავტორიტარული გარემო, ხოლო 7 ქულა – მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო).
2021 წლის სსო მეტრის თანახმად, საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტებისთვის გარემო მაქსიმალური 7 ქულიდან 4. 7 ქულით შეფასდა (კანონმდებლობა: 5.2 ქულა, პრაქტიკა 4.3 ქულა).
სსო მეტრის შედეგების მიხედვით: საქართველო, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის საშუალო რისკის ქვეყანას წარმოადგენს.
სსო მეტრზე მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), პროცესის მხარდამჭერები არიან ევროკავშირის და არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრი (ECNL).
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)