მცხეთა-მთიანეთი. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი მოხალისეობის კვირეულს იწყებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
ადგილობრივმა ახალგაზრდებმა დაგეგმეს მოხალისეობრივი აქტივობები, რომლებიც 27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
27 მაისი - მეორადი ნივთების გამოყენებით ღია ახალგაზრდული სივრცის შექმნა -დაბა თიანეთში, (მეორე საბავშვო ბაღის წინ) 15:00 საათი.
28 მაისი, ფილმის ჩვენება - a dog way home, წეროვნის დევნილთა დასახლება, სკვერი, 20:00 საათი.
29 მაისი - ძაღლის საკვებურების დამონტაჟება, მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაცია და საინფორმაციო კამპანია.
30 მაისი - ლექცია ქაღალდის გადამუშავებაზე და მაკულატურის შესაგროვებელი პუნქტების დამონტაჟება, ქ. დუშეთი (ყოფილი სამუსიკო სკოლა), 15:00 საათი
31 მაისი - გამწვანების და დასუფთავების აქცია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში: არშა, გარბანი, აჩხოტი, სნო, სიონი )
1 ივნისი - ბავშვთა უფლებების სტენდის შექმნა და საინფორმაციო შეხვედრა, ქსნის საჯარო სკოლა, 14:00 საათი.
შეუერთდით მოხალისეობის კვირეულს და შეიტანეთ წვლილი ადგილობრივი თემების განვითარებაში.
კვირეული ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კორნად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)