შიდა ქართლი. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გორს ესტუმრა ევროკავშირის მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) მიერ გორში განხორციელებული მწვანე ინიციატივების სანახავად.
ელჩი ინოვაციური ცოდნის ჰაბში ახალგაზრდა აქტივისტებს შეხვდა და სოციალურ კამპანიებსა და გორში დაგეგმილ მწვანე ეკონომიკურ ინიციატივებზე ისაუბრეს.
ელჩი, ასევე, ეწვია სამკერვალო სოციალურ საწარმო „ლიდერს“, რომელიც ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც ქსოვილების ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია შეიმუშავა.
იხილეთ ფოტოები და გაიგეთ მეტი...
წყარო: www.eeas.europa.eu
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)