თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის“ თბილისში ტრანსგენდერ ქალებზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
ღამის საათებში ტრანსგენდერ ქალს სამი პიროვნება დაესხა თავს. ქალმა მოახერხა სახლში დაბრუნება. რამდენიმე წუთში კი საცხოვრებელთან 20-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს სახლს, ტრანსგენდერ ქალებს და ბინის მეპატრონეს კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
კოალიციის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან განარიდა, თუმცა არ დაუკავებია. ასევე, მყისიერად არ მომხდარა საგამოძიებო მოქმედებების (გამოკითხვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და სხვა) ჩატარება. საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ მედიის მიერ საქმის გაშუქებისა და უფლებადამცველების ჩართვის შემდეგ დაიგეგმა და ამ დრომდე გრძელდება.
კოალიცია თანასწორობისთვის მოუწოდებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას:
წყარო: www.equalitycoalition.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)