თბილისი. ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელა“ გაზის ტარიფის მოსალოდნელ გაძვირებას ეხმაურება.
ჰოსპისი დიდი ხანია წუხს და აჟღერებს ინფორმაციას, რომ კომუნალურ გადასახადებს ბიზნესის ტარიფით იხდის, რადგან კანონის თანახმად, არაკომერციული იურიდიული პირი ბიზნესთანაა გათანაბრებული.
„არ დაგვიტოვებია არცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, ვისაც ეს ეხება და არ მივმართეთ.
თუ არ მოხდება აღნიშნული ტარიფის გადახედვა საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციებისთვის (შშმ პირთა დღის ცენტრები, ოჯახური ტიპის საცხოვრისები და სხვა), სამწუხაროდ უმეტესი ნაწილი ვერ შეძლებს ფუნქციონირებას“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ჰოსპისის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)