აჭარა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციით, ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოებმა 14 მაისს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით მიმართეს.
სკოლას სჭირდება სპორტული და სამკითხველო დარბაზები, სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი შშმ პირთა შესასვლელი, კომპიუტერული კლასისა და ლაბორატორიების განახლება.
ორგანიზაციამ 27 მაისს სამინისტროსგან მიიღო წერილი, რომ 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას აღნიშნული საჭიროებების გადაჭრის საკითხს გაითვალისწინებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიესალმება სამინისტროს პოზიციას და მოუწოდებს მას, საპროექტო წინადადების მომზადების პროცესში მაქსიმალურად ჩართონ სკოლის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თემი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)