თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს ლელა ჯობავას ბლოგპოსტს: „ყველა და ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია“.
ბლოგპოსტში საუბარია წოვათის თუშებზე (ბაცბები/წოვათუშები), რომელთა ენაც გაქრობის პირასაა.
„ჩემი ყურადღება წოვათის თუშებმა (ბაცბებმა/წოვათუშებმა) იმით მიიქციეს, რომ მათ, თუშეთის დანარჩენი თემების მცხოვრებთაგან, თავიანთი ენა - წოვათუშური - განასხვავებთ.
დღესდღეობით, წოვათუშურ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა რამდენიმე ათეულ ადამიანს არ აღემატება და მასზე ძირითადად უფროსი თაობის ხალხი ლაპარაკობს. ხოლო უფრო ახალგაზრდებს კი ან ესმით ან არ ლაპარაკობენ, რადგან ზოგიერთ ოჯახშიც მხოლოდ ქართულია სასაუბრო ენა.“
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)