თბილისი. კავშირი „საფარი” 2021 წლის ივლისიდან მუშაობს რელიგიური კონფესიებს დაქვემდებარებული პანსიონების მოქმედ და ყოფილ აღსაზრდელებთან. ორგანიზაცია მათ იურიდიულ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო სერვისებს აწვდის. „საფარმა“, ჯამში, 9 თვის განმავლობაში ნინოწმინდისა და მარტვილის პანსიონების 32 მოქმედ და ყოფილ აღსაზრდელთან იმუშავა.
ორგანიზაცია გთავაზობთ დოკუმენტს, რომელიც ნინოწმინდისა და მარტვილის სასულიერო პანსიონების ყოფილ აღსაზრდელებთან 9-თვიანი (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით) მუშაობის შედეგად შემუშავდა. დოკუმენტში ასახულია ბენეფიციარების ძირითადი საჭიროებები და მათი დაკმაყოფილებისთვის გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები რეკომენდაციის სახით.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)