აჭარა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება აჭარის ა/რ მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი არაფორმალური დასახლების - „ოცნების ქალაქის“ - მაცხოვრებლებისთვის ბინების გადაცემის კრიტერიუმების განსაზღვრის საკითხს.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, მოსახლეობის ინფორმირება განსახლების პროცესის შესახებ და ამ პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა მოსახლის მოწყვლადობა და საჭიროებები.
„მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კრიტერიუმები, რომლის შესახებაც მედიასაშუალებებიდან შეიტყვეს, არ არის ცხადი, განმარტებას მოითხოვს და არ საუბრობს მათ საჭიროებებზე, ვინც საცხოვრისით დაუკმაყოფილებელი შეიძლება დარჩეს“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)