გურია. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინფორმაციით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ანასეულის სათემო მომსახურებაში მცხოვრებ ხანდაზმულებს ოზურგეთის N7 საბავშო ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები ესტუმრნენ.
„ბავშვებმა ხანდაზმულებს მოუმზადეს სახალისო პროგრამა, თავის მხრივ, კი ხანდაზმულებმა საკუთარი ხელნაკეთი საუქრებით დაასაჩუქრეს პატარები.
ღონისძიება ჩატარდა სამწლიანი პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია (GPIDA) ერთად.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)