იმერეთი. იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსა (LDA Georgia) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ფორუმს უმასპინძლა.
ფორუმის მიზანი იყო მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, პოტენციური დონორების მოზიდვა და იმერეთის მხარეში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.
ფორუმი გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)