თბილისი. 2-3 ივნისს, გაეროს ბავშვთა ფონდმა წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრთან პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა გამართა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული პროკურორების, მედიატორების, სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების მონაწილეობით, რომელთა სამუშაო არეალს თბილისი წარმოადგენს.
სამუშაო შეხვედრების მიზანია ადგილობრივ დონეზე პრობლემების და აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება და სხვადასხვა პროფესიონალებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაძლიერება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)