სამცხე-ჯავახეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ტიგრან თარზიანის ბლოგპოსტს: „ხოპანი“, რუსული გავლენები და უსაფრთხოება.
„ჯავახეთზე საუბრისას გვერდს ვერ აუვლი ისეთ საკითხებს, როგორიცაა რუსული გავლენები ან უსაფრთხოება.
ჯავახეთის მოსახლეობის 60-65% ფულს რუსეთში გამოიმუშავებს. უმრავლესობა არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, რადგან თვითდასაქმებულია, ათასობით ადამიანს დაკარგული აქვს მოქალაქეობა და ამის გამო, არანაირი სერვისით არ სარგებლობს.
ჩვენთან სეზონურ სამუშაო მიგრაციას „ხოპანს“ ვეძახით. არავის სიამოვნებს რუსეთის ცივ ქალაქებში სიარული, საერთო საცხოვრებლებსა და სარდაფებში ცხოვრება იმისთვის, რომ ჯავახეთში დარჩენილი ოჯახისთვის რაღაც მაინც იშოვოს“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)