აჭარა. გაეროს ბავშვთა ფონდი გიზიარებთ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიას ინკლუზიური ბაღის და მისი აღსაზრდელის, ადემის შესახებ, რომელიც ბაღს ყოველდღიურად სტუმრობს.
„კვატიას საბავშვო ბაღი ინკლუზიური სკოლამდელი განათლების წარმატებული მაგალითია - მუნიციპალიტეტმა და ბაღის თანამშრომლებმა მაქსიმალურად დაუჭირეს მხარი ადემს, რომ მას ბაღში ყოველდღიურად სიარულის და ბაღის აქტივობებში მაქსიმალური ჩართვის შესაძლებლობა ჰქონოდა.
გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით აღმზრდელებმა გაიარეს გადამზადება, რათა ადემის საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვანი ჩართვისთვის საჭირო ცოდნა და უნარები ჰქონოდათ.
სოფელ კვატიას საბავშვო ბაღს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი ეწვია და პირადად გაეცნო ადემს, მის აღმზრდელებსა და მეგობრებს“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)