en
ge

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ - 2021

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ - 2021

თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ინფორმაციით, 2 ივნისს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ.

„ანგარიშში მიმოხილულია კოვიდ 19-ის დროს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და უთანასწორობის, რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების სავარაუდო უკანონო თვალთვალისა და მიყურადების საკითხები; რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებები, მათ შორის TDI-ს საკონსტიტუციო სარჩელები და სამართალწარმოების შედეგები; საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხი; რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა საგანმანათლებლო სისტემაში; რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, სიძულვილის ენის, საეკლესიო ანტისემიტიზმის კუთხით არსებული პრობლემები და რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები, მათ შორის ვრცლად არის აღწერილი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) შეფასებები და აქტივობები საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკასთან დაკავშირებით“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: tdi.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)