შიდა ქართლი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ბესო სოლომონაშვილის ფილმის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ ჩვენება გაიმართება.
ამჯერად, ფილმის ჩვენება გაიმართა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში, სადაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა.
„ფილმის შემქმნელებს და აუდიტორიას აერთიანებდათ სურვილი, რომ, ჩვენ, ყველამ ერთად გადავდგათ ნაბიჯი ევროპისკენ, რომელიც მშვიდობის და უსაფრთხოების სივრცეა, რომლის ერთადერთი მტერი დღეს - ჩვენი საერთო მტერი - რუსეთია“, ნათქვამია გამჭვირვალობის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)