en
ge

ევროკავშირის მხარდაჭერით ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა

გურია. ევროკავშირის მხარდაჭერით, 8 ივნისს, ოზურგეთში დასაქმების ფორუმი ჩატარდა. მისი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევარი პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა. ამასთანავე, ფორუმის ამოცანა იყო იმის გააზრება, თუ რა მნიშვნელობა აქვს სექტორთა შორის თანამშრომლობას დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის საქართველოს რეგიონებში.

დასაქმების ფორუმი გაიმართა ევროკავშირის დაფინანსებით და მისი ორგანიზატორები გახლდნენ ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ICI), პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის/SECTORs“; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“; საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება/LINKS”; დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA).

სრულად... 

წყარო: eu4georgia.eu


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)