en
ge

ჰოსპისისთვის საქველმოქმედო აუქციონზე 140 000$ შეგროვდა

ჰოსპისისთვის საქველმოქმედო აუქციონზე 140 000$ შეგროვდა

თბილისი. ღია საზოგადოების ფონდის ინფორმაციით, ორწლიანი პაუზის შემდეგ ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანა/Firefly World დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო აუქციონზე 140 000 ამერიკული დოლარი შეგროვდა, საიდანაც ნაწილი ხარკოვის ბავშვთა ჰოსპისს გადაერიცხება.

„ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წელს ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფონდის და კომპანია ევექსის მხარდაჭერით დაიწყო, რომელსაც ასობით მოქალაქე, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია და ხელოვანები შეურთდნენ. კავკასიაში პირველი, ევროპული სტანდარტის ბავშვთა ჰოსპისის არსებობა ამ ერთიანობის შედეგია. ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას ჰოსპისში უფასოდ იღებენ.

დაავადების სიმძიმის მიუხედავად, ბავშვები და მშობლები ჰოსპისში თავს დაცულად და მშვიდად გრძნობენ. დიდი მადლობა თითოეულ მხატვარს, კომპანიას, ორგანიზაციას და გულშემატკივარ მოქალაქეს, ვინც ჰოსპისის შექმნის და განვითარების გზას ჩვენთან ერთად გადის უკვე ექვსი წელია“, ამბობს ქეთი ხუციშვილი.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)