en
ge

საია-სთვის სრულიად მიუღებელია სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება

საია-სთვის სრულიად მიუღებელია სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 10 ივნისს, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება მიიჩნია კანონიერად და სამაუწყებლო კომპანიას დააკისრა მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა.

მოსარჩელეს კი სამაუწყებლო კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის გადახდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რაც გულისხმობდა ჟურნალისტის ახლადშექმნილ სამაუწყებლო კომპანიაში („მთავარი არხი“) მუშაობის გაგრძელებას.

საიას პოზიციით, ორგანიზაციისთვის სრულიად მიუღებელია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისას გაჟღერებული პოზიციები. მას შემდეგ, რაც მხარეს ჩაბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება, მოსარჩელე მას გაასაჩივრებს სააპელაციო წესით.

სრულად... 

წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)