თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 7-9 ივნისს, თბილისში, ევროკავშირის გლობალურმა ინიციატივამ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ (AML/CFT Global Facility) რეგიონული ღონისძიება გამართა.
„ღონისძიების მთავარი საკითხი იყო - უკრაინაში რუსეთის შეჭრის გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ინიციატივების ჭრილში.
რეგიონულ შეხვედრაზე მომხსენებლებმა და მონაწილეებმა სამი დღის განმავლობაში განიხილეს რა გამოწვევები წარმოიშვა რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების წევრებისთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როგორ უნდა უპასუხონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნილ გამოწვევებს, როგორ უნდა განახორციელონ ჰუმანიტარული დახმარება და უზრუნველყონ გამჭვირვალობა“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)