en
ge

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბი „ათინათი“ მოხალისეებს იწვევს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბი „ათინათი“ მოხალისეებს იწვევს

სამეგრელო-ზემო სვანეთი. განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის „ათინათის“ ორგანიზებით, 24 ივნისს, 14:00-18:00 საათამდე, ზუგდიდში, ტექნოპარკში (ლაღიძის ქუჩა #2) გაიმართება მოხალისეობის რეგიონული ფორუმი 2022.

„ფორუმის მასშტაბებიდან გამომდინარე ვიწვევთ მოხალისეებს (ასაკი შეზღუდული არ არის!), რომლებიც დაეხმარებიან ფორუმის საორგანიზაციო გუნდს.

მსურველებს შეუძლიათ გამოთქვან მზაობა პოსტის კომენტარების სახით 2022 წლის 17 ივნისის ჩათვლით.

ფორუმის მიზანი არის მოხალისეობის კულტურის პოპულარიზება და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.

ფორუმი იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით“.

სრულად... 

წყარო: ჰაბის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)