ქვემო-ქართლი. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, რომელსაც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წალკაში ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი ორგანიზებული იყო საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, CENN-ისა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ.
ფესტივალის მიზანი იყო წალკის მუნიციპალიტეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ფესტივალმა უზრუნველყო ახალგაზრდების, ადგილობრივი მეწარმეების, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების, ორგანიზატორებისა და სხვა სტუმრების წალკაში, ერთ სივრცეში შეკრება და გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.
წყარო: eu4georgia.eu
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)