თბილისი. 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნება. ამ დღის მიზანია შშმ პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება.
საქართველოს სახალხო დამცველის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გასულ პერიოდში სახელმწიფოს მიერ გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემურია შშმ პირთა უფლებების სრული და ეფექტიანი დაცვა.
ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზების, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)