თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში მცხოვრები 19 მოქალაქის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დავას აგრძელებს.
„საქმე შეეხება 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სოფელ დვანში რუსეთის ფედერაციის კონტროლირებადი „მესაზღვრეების“ მიერ, ე.წ საზღვრის მონიშვნის მიზნით, მავთულხლართების გავლებას, რამაც საოკუპაციო ხაზი რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწია. აღნიშნულის შედეგად დვანში მცხოვრები 50-მდე ოჯახის სასოფლო-სამეურნეო მიწები ოკუპანტი ძალის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.
ამ საქმესთან კავშირში, უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ დღეის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაცია კვლავაც აგრძელებს მავთულხლართების გავლებას საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ზრდის დაზარალებულ მოქალაქეთა რიცხვს, არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და იწვევს ადამიანის უფლებათა განგრძობად დარღვევებს“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)