თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი-ს ორგანიზებით, სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, ილიას უნივერსიტეტში, ახალგაზრდებთან საჯარო შეხვედრა გაიმართა.
მოწვეული სტუმრები იყვნენ: ლაშა ბუღაძე, ქეთი დევდარიანი, დათო ტურაშვილი, ნინო დანელია.
მოწვეულმა სპიკერებმა გამართეს დისკუსია და განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებებისა და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა.
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.
კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)