თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს ახალი კვლევას „ნარკოპოლიტიკა საქართველოში - 2021 წლის ტენდენციები“.
ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო ნარკოპოლიტიკის ჰუმანური გარდაქმნა. მეტიც, 2021 წელს საქართველოს შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტმა გაამკაცრა სასჯელები ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის, რაც კიდევ უფრო გვაშორებს სასჯელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან - დამნაშავის რესოციალიზაციის მიზანს.
„ზოგადად, ქართული ნარკოპოლიტიკა წლებია ექცევა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ფოკუსში, ვინაიდან ის განსაკუთრებული რეპრესიულობით ხასიათდება.
ბოლო 10 წლის განმავლობაში პატიმრების 20-40% ნარკოტიკულ დანაშაულებზე არიან მსჯავრდებულები“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)