თბილისი. 2022 წლის 21 ივნისს, 14:00 (CET) (საქართველოს დროით 16:00) მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლები, ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისთვის ჩაატარებენ საინფორმაციო საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) - პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებულ ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დეტალებზე.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
შეხვედრაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
შეხვედრაში მონაწილეობისთვის გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული...
საგრანტო კონკურსი გამოცხადებულია მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD), ევროკავშირის და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე, შემდეგ ბმულზე...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)