თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. გასაჩივრებული ნორმები ეხება თანამდებობის პირის უფლებას, გაასაიდუმლოოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
„2019 წლის 23 დეკემბერს შალვა თადუმაძემ საჯარო სამსახურის ბიუროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა იმ განკარგულების გასაიდუმლოება, რომლითაც ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების წესის დამრღვევად იყო ცნობილი. შალვა თადუმაძე აცხადებდა, რომ თუ საჯარო სამსახურის ბიურო გამოაქვეყნებდა მის დეკლარაციას, მასში ასახული შეცდომები მიაყენებდა მის რეპუტაციას ზიანს, კერძოდ, შალვა თადუმაძის მიმართ ჩამოყალიბდებოდა არასწორი საზოგადოებრივი აზრი“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)