en
ge

ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე

ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიზიარებთ ეკატერინე წურწუმიას ბლოგპოსტს: ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე.

„ძალადობისგან ქალების თავის დაღწევის გზებზე მსჯელობისას მაიამის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი დონა ქოკერი მის სტატიაში - “მსხვერპლი ქალებისთვის ძალაუფლების მინიჭება: კანონი, მატერიალური რესურსები და შავკანიანი ღარიბი ქალები” ავითარებს მოსაზრებას, რომ ოჯახში ძალადობის ნებისმიერი ინტერვენცია უნდა დაექვემდებაროს ე.წ. მატერიალური რესურსების ტესტს, რაც არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით როგორც ტესტი, არამედ შესაბამისი კანონებისა და პოლიტიკების ანალიზის მეთოდი, სადაც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონებსა თუ პოლიტიკებში ეკონომიკური ასპექტების ჩაშენება მოხდება, როგორიცაა, მაგალითად მიზნობრივი ბიუჯეტირება.

ავტორი აღნიშნავს, რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ისეთ კანონებსა და პოლიტიკებს, რომლებიც გაზრდიან ქალებისთვის წვდომას მატერიალურ რესურსებზე. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ ქალების გარემოებები და მათი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა განსხვავდება ერთმანეთისგან, სტანდარტის დადგენისას საზომი უნდა იყვნენ ყველაზე ღარიბი ქალები. სწორედ ქალთა ეკონომიკური უთანასწორობა ზღუდავს ქალებს იპოვონ გამოსავალი ოჯახური ძალადობიდან. ზოგადად ძალადობის მსხვერპლ ქალებს, როგორც ღარიბ ადამიანებს, როგორც წესი შეზღუდული აქვთ წვდომა სხვა დანარჩენ სიკეთეებზეც“.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)