en
ge

დევნილთა მდგომარეობის შესახებ ომბუდსემნის ანგარიშის პრეზენტაცია ზუგდიდში

სამეგრელო. საქართველოს სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისში 22 მაისს, სამეგრელოს რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის, განსახლების თანმდევი პრობლემების, დევნილთა სტატუსის და ახლადშემუშავებული კანონპროექტით განსაზღვრული სიახლეების შესახებ ომბუდსმენის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.  
იძულებით გადაადგილებულ პირთა არასათანადო ინფორმირებულობა, არასაკმარისი გონივრული ვადის განსაზღვრა იმის მოსაფიქრებლად, სურდა თუ არა დევნილს სამინისტროს მიერ შეთავაზებული საცხოვრებელი ფართის მიღება, უწყების მიერ შემუშავებული ბუნდოვანი კრიტერიუმები, რომლითაც ოჯახები სხვადასხვა ობიექტებში გადაანაწილეს, ეს ის ძირითადი პრობლემები და ხარვეზებია, რომელიც „იძულებით გადაადგილებულ პირთა" შესახებ პროექტის ხელმძღვანელის, თორნიკე ცაგარეიშვილის ცნობით,  განსახლების პროცესში გამოვლინდა.  მან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში ახლად რეკონსტრუირებულ შენობებზეც ისაუბრა, სადაც რემონტის შემდეგ მალევე მოიშალა საკანალიზაციო და წყლის სისტემა, ობიექტებში წვიმა ჩავიდა და ბათქაშმა ცვენა დაიწყო. თორნიკე ცაგარეიშვილმა აუდიტორიას იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკავშირებით დაგეგმილი სიახლის – დევნილთა რეგისტრაციის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)