en
ge

იდენტური პრობლემები ანგარიშებში

იდენტური პრობლემები ანგარიშებში

თბილისი. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციი თანახმად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშის მიგნებები ომბუდსმენის ანგარიშებში დასახელებული პრობლემების იდენტურია.

16 ივნისს წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) საქართველოში საგანგებო ვიზიტის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც არაერთ ძალიან საყურადღებო პრობლემასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციხეებში არაფორმალური კრიმინალური მმართველობის ნიშნებზე, რაც სრულ თანხვედრაშია ომბუდსმენის ანგარიშის მიგნებებთან.

„დელეგაციის განსაკუთრებული შეშფოთება არაფორმალური კრიმინალური მმართველობის აშკარა ნიშნებმა გამოიწვია. ტიპური სიმბოლოები განთავსებული იყო საკნების კარებსა და კედლებზე. ასევე, ყველა დაწესებულებებში აშკარა განსხვავება იყო საკნებს შორის: მაშინ როცა პატიმართა უმეტესობას საკმაოდ ცუდ პირობებში იმყოფებოდა, ზოგიერთი პატიმარი სარგებლობდა გარემონტებული საკნებით (პარკეტით ან გრანიტის იატაკით) და ბევრად არასტანდარტული აღჭურვილობით.

რამდენიმე პატიმარმა დელეგაციას დაუდასტურა კრიმინალური იერარქიის არსებობა, ფულის შეგროვება/გამოძალვა და პატიმართა უკანონო ფონდის ე.წ. საერთოს („ობშიაკის“) არსებობა. რეპრესიების შიშიდან გამომდინარე, ბევრი პატიმარი დელეგაციასთან საუბრისგან თავს იკავებდა“.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს პენიტენციური სისტემის მონიტორინგს იმ მიგნებებისა და რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რაც გაცემულია როგორც ომბუდსმენის, ისე წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ.

სრულად...

წყარო: ombudsman.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)